10:20 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 45 000-მდე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 45 000-მდე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 45 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი 3 044-მდე გაიზარდა.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 89 073-მდე გაიზარდა, აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.

 

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაში ფიქსირდება, სადაც ბოლო დღე-ღამეში 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობა კი 4 000-ს აჭარბებს.

 

კორონავირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება ირანსა და იტალიაში. იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 1695. ირანში 978 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ავტორი: Prime Time

X