
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 4 405 688-ს დაუდასტურდა, ხოლო 1 576 318 გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.






















