
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 450 004 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 395 929 ადამიანი კი დაინფიცირდა.
კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა, სადაც ვირუსს 190 120 ადამიანი ემსხვერპლა.






















