21:47 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 900 ათასზე მეტია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 900 ათასზე მეტია

მთელი მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის მილიონ ადამიანს გაუტოლდა. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 912 364 შემთხვევა დადასტურდა, 192 768 კი გამოჯანმრთელდა.

 

პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსით 205 035 ადამიანი დაინფიცირდა. მეორე ადგილზე იტალიაა – 110 574 ინფიცირებული, მესამეზე კი ესპანეთი – 102 136 ინფიცირებული.

 

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროის მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში 117 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ავტორი: Prime Time

X