09:14 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  300 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  300 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა და 307 277 შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

ბოლო მონაცემებით, ვირუსს მთელ მსოფლიოში 12 944 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი ახალი კორონავირუსის შედეგად იტალიაში, ჩინეთსა და ირანში გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი: Prime Time

X