
იტალიის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 2019 წლის ნოემბერში ცირკულირებდა.
ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ტესტებმა აჩვენა, რომ მილანში მცხოვრები ბავშვი დაავადდა მწვავე კორონავირუსული რესპირატორული სინდრომით 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქვეყანაში კოვიდის პირველი შემთხვევების გამოვლენამდე დაახლოებით სამი თვით ადრე. სიმპტომები მაშინ წითელას შემთხვევებს მიათვალეს.
მილანის ჯანდაცვის ბიოსამედიცინო მეცნიერების დეპარტამენტის მკვლევარების თანახმად, ანალიზები ჩატარდა რეტროაქტიულად იმ პაციენტების ნიმუშებზე, რომლებმაც წითელაზე უარყოფითი შედეგები აჩვენეს, მათ შორის 4 წლის ბიჭზე, რომლის ტესტმაც მოგვიანებით კოვიდზე დადებითი პასუხი აჩვენა.























