
„ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში მიიღებენ“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის მიმდინარეობა პაციენტების 80-82 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს.
„კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით, 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.






















