
მთაწმინდაზე, ბააზოვის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირი სავარაუდოდ უსახლკარო იყო, გარდაცვლილი მიტოვებულ სახლში ნახეს.
რა გახდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: Prime Time






















