
„ტვ პირველის“ გუნდს „მთავარი არხიდან“ წასული 4 ჟურნალისტი შეურთდა. – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.
„უმაგრესი მატება გვაქვს „ტვ პირველს“ ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი დღეიდან ჩვენი ტელევიზიის გუნდში, დიდი და საინტერესო გეგმებით.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ბავშვებო, ჩვენს არხზე და ერთად, დიდი წარმატებები“, – წერს ინგა გრიგოლია.






















