20:42 | 2021-11-11 ავტორი:

“მთავარი ძალადობის კადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა, ამოჭრილია” – ნიკა გვარამია

“მთავარი ძალადობის კადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა, ამოჭრილია” – ნიკა გვარამია

გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად,  ნიკა გვარამია მივიდა. მან ციხეში შესვლამდე იმ ვიდეომასალაზე ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

 

ნიკა გვარამია ირწმუნება, რომ მთავარი ძალადობის კადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა, ამოჭრილია.

 

„რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით. თუმცა ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით „არწივი ვნახე, დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“.

 

ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა მარტო ჩემს თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის, თქვენს მომხრეებშიც, „ქართულ ოცნებას“ მივმართავ. ეს პარადიგმა ძალიან მძლავრია და ქართველები ბავშობიდან  ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთის არწივის მხარეს ვართ. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი“ – ამბობს ნიკა გვარამია.

ავტორი:

X