20:04 | 2020-04-26 ავტორი: ნინი ტაველიძე

„მთავარი ერთად ყოფნა იყო და არა დიდი სუფრა“ – ინტერვიუ ველოსიპედიან პატარძალთან

„მთავარი ერთად ყოფნა იყო და არა დიდი სუფრა“ – ინტერვიუ ველოსიპედიან პატარძალთან

ქორწილი კარანტინში, ველოსიპედებზე ამხედრებული ნეფე-პატარძალი თბილისის ქუჩებში, ქართველი წყვილი, რომელმაც მთელი საქართველოს ყურადღება მიიქცია.

 

ნეფე-პატარძალი ველოსიპედებით თბილისში, დიღმის მასივში გამოჩნდა. მათ რამდენიმე თანხმლები პირი, ასევე ველოსიპედებით და დისტანციის დაცვით მიჰყვებოდა.

 

პატარძალთან, ქეთევან კვირკველიასთან ინტერვიუ „პრაიმტაიმმა“ ჩაწერა.

 

როგორ დაიწყო შენი და ნიკას სიყვარულის ისტორია?

 

3 წლიდან ერთად მოვდივართ. ბაღელები, კლასელები და საუკეთესო მეგობრები ვიყავით.

 

სიყვარულში მე-12 კლასში გამომიტყდა. იქიდან ერთად ვართ.

 

იყო რაღაც ჩავარდნები, ხშირად უცხოეთში გვიწევდა ყოფნა, ცალ-ცალკე ვიყავით. მაგრამ საბოლოო ჯამში სიყვარულმა გაიმარჯვა.

 

 

დაგეგმილი გქონდათ ქორწილი თუ ასე უცბად გადაწყვიტეთ?

 

23 თებერვალს, ჩემს დაბადების დღეზე მთხოვა ხელი. მარხვის შემდეგ ვაპირებდით ჯვრისწერას და ასეც მოიქეცით. მთავარი ერთად ყოფნა იყო და არა დიდი სუფრა. მხოლოდ ჯვარი დავიწერეთ და ერთად გადავედით საცხოვრებლად. ხელის მოწერას და ქორწილს სექტემბრისთვის ვგეგმავთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

ველოსიპედების იდეა საიდან გაჩნდა?

 

ველოსიპედები რამდენიმე დღის წინ უბრალოდ გარეთ გასასეირნებლად ვიყიდეთ. შემდეგ ხუმრობა ხუმრობაში ეს იდეაც დაიბადა და ეკლესიაში ველოსიპედებზე ამხედრებულები წავედით. უკან ისევ ასე დავბრუნდით, ცოტა ვიმხიარულეთ, ვისეირნეთ და ავედით სახლში.

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X