
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეუთანხმებლობაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 9 საათიანი უშედეგო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმების ჩაშლაში პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის “ქართული ოცნება.
ჩვენს პოზიციას დღევანდელი დღის შემდეგ, უფრო მეტი დაფასება დასავლეთიდან გვექნება. გასაღები ქართული ოცნების ხელშია და ამას მედიატორები კარგად ხვდებიან.
მთავარი წყალგამყოფი არის ის, რომ ქართულ ოცნებას არცერთ წინადადებაზე შეთანხმება არ უნდა. ამ დესტრუქციულ პოზიციაზე ისინი შესაბამის პასუხს მიიღებენ.”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, ის ასრულებს მედიაციას თბილისში და ხვალ გაემგზავრება ბრიუსელში.






















