
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს მთავრობა – თუ ამ ყველაფრის ეთერში ჩვენება არ შეიძლება, რატომ არ ატოვებინებთ ტერიტორიას ჟურნალისტებს. მერე ჟურნალისტების დადანაშაულება არ დაიწყოთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
პ.ს. ახლა მთავარია ნიღბიანი პირი “ნაცი” არ აღმოჩნდეს და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკი.
და ყველაზე მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს,“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სპეცოპერაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)






















