10:56 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

„მთავარის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისში აცხადებენ, რომ სააკაშვილმა კიევი გუშინ დატოვა და საქართველოში იმყოფება

„მთავარის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისში აცხადებენ, რომ სააკაშვილმა კიევი გუშინ დატოვა და საქართველოში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოში იმყოფება. მე, როგორც მისი ოფისის ხელმძღვანელმა შემიძლია, ეს დავადასტურო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბარაბაშმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა გუშინ დატოვა.

„ის აქ არის“ - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში, როცა მიშა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოშია
2021-10-01„ის აქ არის“ - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში, როცა მიშა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოშია

 

„მან სულ ცოტა ხნის წინ დაწერა ამის შესახებ პოსტი ფეისბუქზე და მეც შემიძლია ინფორმაცია დავადასტურო. ჩემი ინფორმაციით, გუშინ დატოვა კიევი. სამი დღის წინ მან შეკრიბა გუნდი და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა გარდამტეხი მომენტია ქვეყნისთვის, როცა არჩევანი ევროპასა და წარსულს შორის უნდა გაკეთდეს. გვითხრა, რომ უნდა წავიდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი რეფერენდუმია და საქართველოში უნდა იყოს“, – განაცხადა მარიამ ბარაბაშმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X