
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.
„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი. ამასთან, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.























