12:27 | 2020-04-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

მთავრობა ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ემზადება

მთავრობა ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ემზადება

„ქვეყანაში უკვე შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოებაა“,- ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გუშინ იყო შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და 15 აპრილის მონაცემებით უკვე 306 ინფიცირებულია ქვეყანაში.

 

„ფაქტობრივად ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. დღეიდან უფრო მეტად მკაცრდება ზომები“,- ამბობს ჩიქოვანი.

 

ასევე, დღეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, თქვა, რომ დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავრჩეთ.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 306 ადამიანია. 

 

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 დღით ჩაიკეტა საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X