13:11 | 2021-01-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მთავრობა: გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება

მთავრობა: გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება

გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

 

„ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

 

1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

 

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან.

 

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში ⇓

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X