19:15 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს დროებით მუშაობის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს 

მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს დროებით მუშაობის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის: შვეიცარია, დანია, ნორვეგია, ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და ესპანეთი.

 

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პაციენტი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X