20:11 | 2020-05-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობს – თანახმაა თუ არა გამყრელიძე

მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობს – თანახმაა თუ არა გამყრელიძე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, ეს გახლავთ მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა, ამიტომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, იქ მუდმივად მიმდინარეობს საკითხზე მსჯელობა.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, ეს გახლავთ მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა, ამიტომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

ამ საკითხს მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

 

როგორ და რა მექანიზმებით ამოქმედდება და რა რეკომენდაციები გაიცემა, შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ხათუნა ხაზაშვილის განმარტებით, ეტაპობრივად იგეგმება გარკვეული შეზღდვების მოხსნა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით.

 

„რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება და ძალიან საჭიროა.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასევე მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის. თუმცა, მთელი ამ აღდგენის პროცესი მოხდება იმ ეპიტსიტუაციის გათვალისწინებით, რაც წარმოიქმნება ყოველდღიურად და შეიძლება ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული.

 

ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად არის ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან.

 

თუ ამ რისკების მატების შედეგად დადგა დღის წესრიგში დაავადების შემთხვევათა მატება, სამწუხაროდ, შეიძლება უკუსვლების გაკეთება პერიოდულად და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება.

 

ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა მოიაზრება, რაც გულისხმობს ტრანსპორტში ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნას და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას ტრანსპორტით სარგებლობისას.

 

რაც შეეხება ტრანსპორტში სამ კაციან შეზღუდვას, რჩება თუ არა ძალაში, რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს და ეს გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, – განმარტა ხათუნა ხაზაშვილმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X