
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტებას აკეთებენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, არსებული შეზღუდვების მაქსიმალური ვადა 15 ივლისამდეა განსაზღვრული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა ამ დრომდე დარჩება.
მათივე განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არსებული შეზღუდვები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს“, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.























