13:14 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება – მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებს

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება – მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

 

„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან.

 

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი: Prime Time

X