13:30 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

მთელი დღე ღვინოს ვიღებდი, არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა – ალეკო ელისაშვილი

მთელი დღე ღვინოს ვიღებდი, არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას ეხმაურება.

 

როგორც ელისაშვილი ამბობს, მას აქციისთვის თვალი დიდად არ უდევნებია და აქციის სულისკვეთებასაც დიდად არ იზიარებს.

 

„თქვენმა გამოსვლამ შემზარა „ხელოვანო
2021-10-15„თქვენმა გამოსვლამ შემზარა „ხელოვანო", ვის ისტუმრებთ ჯოჯოხეთში, ვის იმეტებთ ასე დაუნდობლად“ - გია ბუღაძის სიტყვით გამოსვლას სოცქსელში ეხმაურებიან

 

„სიმართლე გითხრათ, დიდად თვალი არ მიდევნებია, გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა. ვიცი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი, თუ რამდენიც იყო, არ ვიცი, გამოდის მშვიდად, აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის სახლში.

 

ეს არის ძალიან კარგი. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იმ აქციაზე იყო. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი ქცია გამართა.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X