
რუსეთიდან, ლარსის საზღვრით საქართველოში როგორც ჩვენი, ასევე სხვა ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის მოქალქეები შემოდიან. ყველა ორ-კვირიან კარანტინში გადაჰყავთ და ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროში ანაწილებენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ წყარო უყვება, მათი უმეტესობა უმუშევრად დარჩა და სამშობლოში წამოსვლა არჩია.
თუმცა, რუსეთიდან შემოსულთა უმეტესობას ერთი პრობლემა აქვს – ისინი წამალდამოკიდებულები არიან და აქ, კარანტინში მყოფებს არ აქვთ საშუალება, ნარკოტიკი შეიძინონ.
მთელი ღამე „ლომკაში“ არიან და ამათი ღმუილი და კვნესა ისმის ბაკურიანშიო, გვითხრა წყარომ.
„თუ რომელიმეს გაუსაძლისი ტკივილები დაეწყება და ცუდად ხდება, სასტუმროს პერსონალი სასწრაფოს იძახებს და კლინიკაში გადაჰყავთ, სადაც „ლომკას“ უხსნიან.
ამ ადამიანებმა იცოდნენ, აქ რა სიტუაციაშიც აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ ეტყობა სხვა გზა რ ჰქონდათ და თავი გაიმეტეს ასეთი წამებისთვის. უმეტესობა ახალგაზხრდაა, მაგრამ რამდენიმე ასაკოვანი მამაკაციც ასეთ დღეშია“.
„პრაიმტაიმი“ დასახელებული სასტუმროს მენეჯმენტს დაუკავშირდა, რომ დაეზუსტებინა დეტალები, მაგრამ მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.






















