
„მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და ჩვენს მიმართ გამოთქვამს გაკვირვებას და აღტაცებას, საქართველოს მიმართ“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა თეგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვინაიდან ეპიდემია შევიდა გავრცელების ფაზაში, მოსალოდნელია მოხდეს მკვეთრი მატება, რაც ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს ქვეყანას.
„საქართველოსი ჯერჯერობით არის უჩვეულოდ კარგი მდგომარეობა, როგორც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის მხრივ, ძალინ ცოტაა.
თუ შევხედავთ ევროპაში, სადაც თვლა მიდის ათეულ ათასებით უკვე ასეულ ათასებით ამერიკაში და ჩვენ ტოლ ქვეყნებში ათასებით.
ამავე დროს ჩვენთან ჯერ არ არის სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც სხვა ევროპულ ქვეყნებში არის სიკვდილის ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები.
ვინაიდან ეპიდემია შევიდა გავრცელების ამ ფაზაში, მოსალოდნელია საქართველოშიც მოხდეს მკვეთრი მატება, გავრცელება ინფექციის რაც ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს ქვეყანას.
გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს ამიტომ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ როგორმე ეს მონაპოვარი რაც გვაქვს, მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და ჩვენს მიმართ გამოთქვამს გაკვირვებას და აღტაცებას, საქართველოს მიმართ.
ეს რომ შეგვენარჩუნებინა ამისთვის აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა. ქართველები ვგავართ იტალიელებს ლაღი ხალხი ვართ, არა ვართ კანონმორჩილი, მაინცა და მაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
19-ს კიდევ ორი დაემატა, თუ არ ვცდები, საჩხერის ცენტრიდან გაეწერა კიდევ 3 გაჯანმრთელებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















