18:23 | 2021-03-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მთელი ოჯახი დამწუხრებულია“ – ელიზაბეტ მეორე მეგან მარკლის და პრინცი ჰარის სკანდალურ ინტერვიუზე 

„მთელი ოჯახი დამწუხრებულია“ – ელიზაბეტ მეორე მეგან მარკლის და პრინცი ჰარის სკანდალურ ინტერვიუზე 

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინტერვიუმ, რომელშიც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან სამეფო ოჯახის საკმაოდ სკანდალური დეტალები გაამხილეს, მსოფლიო მოიცვა.

 

მეგანმა, შვილის კანის ფერით გამოწვეული მღელვარების შესახებ ინტერვიუში განაცხადა:

 

„ჩემი ორსულობის თვეებში ჩვენ გვქონდა დიალოგები იმის შესახებ, რომ არჩი ვერ მიიღებდა სტატუსს და რთული იქნებოდა მისი დაცვა.  განსაკუთრებულად დიდი მსჯელობა მოჰყვა იმას, თუ რა ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი“

 

ამავე თემაზე საუბრისას პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ ეს მისთვის საშინელება იყო და შოკისმომგვრელიც კი აღმოჩნდა.

 

„ეს საუბარი.. მე მას არასდროს გავუზიარებ ვინმეს. ეს საშინელება იყო და ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა“

 

ამ ფაქტს მსოფლიო მასშტაბით დიდი მოჰყვა გამოხმაურება, რის გამოც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იძულებული გახდა მასზე კომენტარი საჯაროდ გაეკეთებინა.

 

„მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, თუ რამდენად რთული იყო ბოლო რამდენიმე წელი მეგანისა და ჰარისთვის. წამოჭრილი კითხვები, რომლებიც უმეტესად რასიზმს ეხება, ჩვენ გვაშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მოგონება შესაძლოა განსხვავებულად ინტერპრეტირდა, თუმცა ჩვენ მათ სერიოზულად ვიღებთ და მუდმივ რეჟიმში გავუწევთ ზედამხედველობას. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩვენი ოჯახის უსაყვარლესი წევრები“, – დაიწერა 94 წლის ელიზაბეტ მეორის ოფიციალურ გვერდზე.

 

 

 

სკანდალური სამეფო წყვილის გულახდილი პასუხები კითხვებზე - ამონარიდები მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გახმაურებული ინტერვიუდან
2021-03-08სკანდალური სამეფო წყვილის გულახდილი პასუხები კითხვებზე - ამონარიდები მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გახმაურებული ინტერვიუდან
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X