14:32 | 2021-04-09 ავტორი: Prime Time

„მთელი საქართველო ლაპარაკობს, რომ შენ ხარ გარეული გიას მკვლელობაში“ – რას პასუხობს ამ ხმებს ირინა სარიშვილი

„მთელი საქართველო ლაპარაკობს, რომ შენ ხარ გარეული გიას მკვლელობაში“ – რას პასუხობს ამ ხმებს ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი, ლელა წურწუმიასთან თავისი მეუღლის, გია ჭანტურიას, მკვლელობის პერიოდს იხსენებს.

 

„ყველაზე მძიმე რაც იყო ჩემთვის და კიდევ კარგი ამას არ წამოვეგე, რომ წამოვგებოდი უბრალოდ ცოცხალი არ ვიქნებოდი. შემოვიდნენ ესეთი ინფორმაციით, რომ ირინა შენ ახლა სჯობს კარგა ხანს გარეთ არ გახვიდე, იმიტომ, რომ მთელი საქართველო, შენიანი უცხო, მე ხომ არ ვიცი, რომ ამას მატყუებენ.. ყველა ლაპარაკობს, იმაზე, რომ შენ ხარ გარეული გიას მკვლელობაში და შენ შემთხვევით არ გადარჩი.

 

აი ეს უცებ მითხრეს, ადგნენ და წავიდნენ. ეს იყო იმიტომ გაკეთებული, რომ ან გული გამისკდეს ან სახლიდან მართლა არ გავიდე.

 

გვერდით მედო გიას იარაღი, ამ იარაღზე ხელი მქონდა მოკიდებული და სერიოზულად ვფიქრობდი თავის მოკვლას. ამის გაძლება იყო შეუძლებელი…“, – ამბობს ირინა სარიშვილი.

 

იხილეთ სრული ინტერვიუ ↓

 

ვიდეო: მთავარი არხი
ავტორი: Prime Time

X