19:46 | 2021-05-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე? – ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე

მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე? – ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში თეოლოგ ლადო იგივე ვლადი ნარსიას მიმართავს და წერს, რომ მისი დიდი ხნის მეგობარი თეოლოგი უკვე 2 წელია, რაც რუსეთის აგენტად იხსენიებს.

 

ბრალდებას მამა ანდრია ჯაღმაიძე ცილისწამებას უწოდებს და თეოლოგს მეგობრობის პერიოდს ახსენებს…

 

“მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ახლა დაუფარავად განაცხადა ეს.

 

შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით?

 

მეგონა პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა. ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის? მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?

 

არ მეგონა რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს. ნოლია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.

 

ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივი, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი.” – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

 

მამა ანდრია ჯაღმაიძემ თეოლოგს ამ პოსტის გამო გამოეხმაურა:

 

“ლევან ვასაძე, ტახტამცველი შიო მუჯირი, კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და შარდ ტივის (ალტ. ტივი) ტანდემი არის რუსეთის ბოლო აკორდი “ქართული ოცნების” ოპერიდან.” – წერს ლადო ნარსია. 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X