00:08 | 2020-09-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მტერი იყოს ისე, როგორც დღეს გიორგი შაქარაშვილის მშობლები! – შაქარაშვილის ბიძა ოჯახის მდგომარეობაზე

მტერი იყოს ისე, როგორც დღეს გიორგი შაქარაშვილის მშობლები! – შაქარაშვილის ბიძა ოჯახის მდგომარეობაზე

„მტერი იყოს ისე, როგორც დღეს გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ოჯახი არიან.“ – ამის შესახებ „ტევე პირველის“ ეთერში, გადაცემა „სწორი ხაზის“ სტუმარმა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

 

მან გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლების ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ღვთის წყალობით ორივემ ახალ რეალობასთან შეგუება და გიორგის გარეშე ცხოვრების სწავლა დაიწყო.

 

„კიდევ ყოჩაღ გიორგის დედას, ქალბატონ თამუნას, რომელმაც მოახერხა ძალის მობილიზება საკუთარ თავში, რომ ამ უბედურებისთვის გაეძლო. საზოგადოების მცირე ნაწილის აგრესიასაც გაუმკლავდა ღვთის წყალობით. რაც შეეხება გიორგის მამას, ლევანის, კაცის ბუნება ალბათ სუსტია მდგრადობის თვალსაზრისით.

 

გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა
2020-07-30გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა

 

თავიდან ძალიან გაუჭირდა. საბოლოოდ მოვახერხეთ ის, რომ ლევანმაც დაიწყო შეგუება ამ ტრაგედიის მიმართ. ცხოვრება გრძელდება და ალბათ გიორგის სულისთვის ორივე კარგად უნდა იყოს, რომ გავაგრძელოთ ყველამ ერთად თანაცხოვრება.“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X