
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმ პოლიტიკურ პარტიებზე საუბრობს, რომელთან პოტენციურად კოალიცია ვერ შედგება.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ასეთი არის ორი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
„რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას ოპოზიციასთან. „ნაციონალური მოძრაობასთან“ ეს შეუძლებელია, რადგან ისინი ვერ შეიცვლებიან.
რაც შეეხება გახარიას, არსებობს პოლიტიკაში თუ ზოგადად მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე ეს გამორიცხულია“,- განაცხადა ირკალი კობახიძემ.
დაგაინტერესებთ:






















