
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და IRI-ს კვლევებს ეხმაურება.
“13 აგვისტოს, 13:00 საათზე, IRI-ს “კვლევის” თემაზე ჩვენი პარტიის ოფისში ბრიფინგს გავმართავ.
ბრიფინგზე უტყუარ მტკიცებულებებს წარმოვადგენ, თუ როგორ ცრუობს არა მარტო IRI, არამედ ყველა სხვა ე.წ. კვლევითი ორგანიზაცია, იქნება ეს “გორბი”, “ედისონ რიჩერსი”, თუ სხვა.
მოკლედ, არ მთავრდება ამ ქვეყანაში არც ტოტალური ტყუილი და არც უკიდეგანო ფარსი და სწორედ ეს ტრაგი-კომედია უნდა დავამთავროთ 31 ოქტომბერს ჩვენი- პატრიოტების გამარჯვებით!”






















