
ამ წუთებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდი წყლის დინებამ გაიტაცა. ადგილზე 20-მდე მაშველი და ორი მყვინთავი მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი თევზაობდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.






















