19:51 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

მტკვარში მამაკაცი გადახტა – ახლა მას მაშველები ეძებენ

მტკვარში მამაკაცი გადახტა – ახლა მას მაშველები ეძებენ

სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ოპერაციას ატარებენ.

 

არსებული ინფორმაციით, მტკვარში მამაკაცი გადახტა და სწორედ მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

ავტორი: Prime Time

X