
თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით, არ აკეთებს.
სავარაუდოდ, გარდაცვლილი გოგონა ბარ „ბაუჰაუსის“ გაუჩინარებული თანამშრომელია, რომელიც ასევე თანამშრომელ ბიჭთან ერთად მესამე დღეა იძებნება.
ცნობილია, რომ სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ.
„ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.























