15:08 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

მტკვრიდან ორი ბავშვი მაშველებმა ამოიყვანეს – ერთ-ერთი უგონო მდგომარეობაშია

მტკვრიდან ორი ბავშვი მაშველებმა ამოიყვანეს – ერთ-ერთი უგონო მდგომარეობაშია

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წუთის წინ ქვემო ფონიჭალის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ორი არასრულწლოვანი მაშველებმა გამოიყვანეს.

 

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივებმა გამოიძახეს მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ბავშვები ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

 

ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარებამ უკვე საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორეს კი ამ წუთებში ადგილზე რეანიმაციული ღონისძიებები უტარდბა.

 

ბავშვი უგონო მდგომარეობაში იმყოფება და ამ წუთებში ადგილზე მის გადარჩენას ცდილობენ.

ავტორი: Prime Time

X