
„ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა“,- ამის შესახებ თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არასამიზნე ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა ძალიან დაბალია.
„სამინისტროს ახალი ინიციატივით ტესტირება უტარდება ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა კლინიკურ დაწესებულებაში, უკლებლივ ყველას, ვისაც აქვს პნევმონია ან ვისაც აქვს ცხელება, ანუ ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფს კვლევაზე.
ახლა ამას დაემატება სამედიცინო პერსონალის, სხვა ორგანიზებული ჯგუფების, მაგალითად იგივე ძალოვანი სტრუქტურების, გამოკვლევა და დაემატება ასაკოვანი ადამიანების გამოკვლევა. ფაქტობრივად, დაფარული იქნება ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი და ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ეს სამიზნე ჯგუფები გაფართოვდება.
ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა იმიტომ, რომ ჩვენ მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ და თან არასამიზნე ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 156-ს შეადგენს.
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4833 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3























