
აშშ-ში 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა, ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მარტის ბოლოსთვის სულ 55 მლნ იყო ვაქცინირებული, 1 თვეში ქვეყანამ ამ რიცხვის თითქმის გაორმაგება შეძლო.
ამასთან, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში სკოლები ყველა ასაკის ბავშვისთვის გაიხსნება.
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისთვის ჯერ არ არის მზად და როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, მცირეწლოვნების ვაქცინაცია 2022 წლისთვის იქნება შესაძლებელი.






















