
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის განცხადებით, ვინც წვრილმან ხულიგნობას ჩამდენი, ვინც მთვრალი ხმაურობს, ან შეყვარებულს უმღერის თანაბარი სასჯელით არ უნდა ისჯებოდნენ.
„მეგობრებო ჩვენ ვიხილავთ წვრილმან ხულიგნობას. როდესაც ეს კანონი დაიწერა, 80-იანი წლებისაა ეს დეფინიცია და ქუჩაში რომ გავდიოდით სხვა სიტუაცია იყო. წვრილმანი ხულიგნობის ჩამონათვალში არც კი მოიაზრებოდა ისეთი ამაზრზენი ქმედებები, რომელიც დღეს არსებობს. წვრილმანი ხულიგნობაა ის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანმა შეიძლება შემთხვევით დალია და ხმაურს იწვევს ქუჩაში ან შეყვარებულს უმღერის და აღვიძებს ვიღაცას.
მაგრამ იგივე წვრილმანი ხულიგნობაა ადამიანი აგრესიას რომ გამოხატავს, რომ გაგინებს, გაფურთხებს, თავზე ნაგავს გაყრის, შეურაცხყოფას გაყენებს ხშირად ბაბუის ტოლა კაცს, ანუ ის და ეს ერთნაირად უნდა დაისაჯოს. მე თუ მკითხავთ 500 ლარი რა უბედურებაა იმ ადამიანისთვის, ვინც სიმღერის გამო დაიჭირეს და მეორეს მხრივ, მე თქვენი არ მესმის.
მე თქვენ გადანაშაულებთ „ოცნებას“, შესანიშნავი კანონი იყო ასეთ ამბავზე ადეიშვილის მიერ გაწერილი“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
ამასთან, ზილფიმიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააკრიტიკა, და ხელისუფლების ოპონენტების 6-თვიან ბოიკოტს „შატალო“ უწოდა.
„დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ. სრული შატალოა, 6 თვიანი შატალო არ გამიგია. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, კიდევ ერთი კვირა არ მოვლენ. რა არის ვერ გავიგე?! თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის?! მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო“, – განაცხადა ზილფიმიანმა.






















