
გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია, ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მამას იხსენებს.
„მახსოვს, სახლში გვიან მოდიოდა. მახსოვს მაკდონალდსში უყვარდა ჩემი წაყვანა, იმის სანაცვლოდ თუ მას მულტფილმების ნაცვლად საინფორმაციოზე გადავურთავდი“, – ამბობს სანდრო სანაია.
მისი თქმით, მას მამის სიკვდილი არ ახსოვს.
„კონკრეტული მომენტი არ მახსოვს როგორ გავიგე მისი სიკვდილი. მაქვს სამი კითხვა:
ვინ იყო? ვისი დაკვეთა იყო? და რა იყო ამის მიზეზი? – მუდმივად მაწუხებს ეს სამი კითხვა და დღემდე ამ კითხვებს პასუხი არ გასცემია“,- ამბობს სანდრო სანაია გადაცემა „ფარულ კონვერტში“























