22:20 | 2020-06-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მუგუთში მეხის დაცემის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მუგუთში მეხის დაცემის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა სოფელ მუგუთში. მეხის დაცემის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ,,რესი” ავრცელებს.

 

როგორც კლინიკაში განმარტეს, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

 

ლეღვის ფოთლის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა
2020-06-19ლეღვის ფოთლის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

 

არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე იყო, ხელში მობილური ტელეფონი ეკავა.

 

ცნობისთვის: სოფელი მუგუთი ზნაურის (ყორნისის) რაიონში მდებარეობს და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს ემიჯნება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X