
მუხიანში, 153-ე საბავშვო ბაღში Covid-19 დადასტურდა. ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.
„ახლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დროებით დახურულია. საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ორ კვირაში განაახლებს” – ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ესაუბრა.
„153-ე საბავშვო ბაღში მეთოდისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამიტომ, ორი კვირით დახურეს. როგორც ვიცით, ინფიცირებული პედაგოგი სახლშია და ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. თავს ნორმალურად გრძნობს. იმედია, ორ კვირაში შევძლებთ ჩვენი შვილების ბაღში დაბრუნებას” – ამბობს მშობელი.























