
მუხიანში სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვნეს და გადაარჩინეს. ინფორმაციას და ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“ჩემპიონში” გამთენიისას, დილის 5 საათისთვის ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონელის 50%-ზე მეტი. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს გარკვეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებული არავინ არ არის.






















