23:27 | 2020-03-30 ავტორი: თამთა თორდია

მულთან და მაზლთან ერთად იყო მოსკოვში… გზაში ცუდად გახდა – დეტალები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალზე

მულთან და მაზლთან ერთად იყო მოსკოვში… გზაში ცუდად გახდა – დეტალები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალზე

ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ზედა ეწერის მკვიდრია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

 

„50 წლის ნ.ხ. აფხაზეთიდან დევნილია და ჰყავს სამი შვილი და მეუღლე სოფელ ზედა ეწერში. წლებია მოსკოვში დადის აფხაზეთის გავლით. როგორც ჩვენთვის ცნობილია ის მულთან და მაზლთან ერთად იყო მოსკოვში და იქ სადაც ვაჭრობდა ტემპერატურამ აუწია. თავდაპირველად ის კბილს აბრალებდა, იქ ვერაფერი დაუდგინეს და იმიტომ წამოვიდა აქეთ აფხაზეთის გავლით. გზაში ცუდად გახდა და საბერიო-წყოუშის ადმინისტრაციულ საზღვართან დახვდა შესაბამისი აღჭურვილობით სასწრაფოს ბრიგადა და გადმოიყვანეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. პირი ვისთან ერთადაც მოსკოვიდან იმგზავრა, სოხუმში მკურნალობს. აქვე გეტყვით, რომ ზედა ეწერში ქმრის სახლში შემხებლობა არ ჰქონდა არავისთან. პირდაპირ წაიყვანეს ინფექციურში“,- გვითხრა წყარომ.

 

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ქალი მეორე პაციენტია, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ორივე სოფელ ზედა ეწერის მკვიდრია.

 

ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება 4 პაციენტი, აქედან 50 წლის ქალს და 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალს მოსკოვში, კაცს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ერთი პაციენტი არ გაატარეს
2020-03-30ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ერთი პაციენტი არ გაატარეს

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

X