12:46 | 2021-08-31 ავტორი: Prime Time

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდული იქნება

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდული იქნება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სკოლებში სწავლა ისევ დისტანციურად განახლდება
2021-08-31სკოლებში სწავლა ისევ დისტანციურად განახლდება

 

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

 

ღიბრაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

 

ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება სრულად

 

ავტორი: Prime Time

X