22:06 | 2021-03-04 ავტორი: Prime Time

მუქარა ორ მეჩეთზე – 27 წლის მამაკაცს მკვლელობის მუქარისთვის ასამართლებენ ( ახალი ზელანდია)

მუქარა ორ მეჩეთზე – 27 წლის მამაკაცს მკვლელობის მუქარისთვის ასამართლებენ ( ახალი ზელანდია)

27 წლის ახალზელანდიელ მამაკაცს კრაისტჩერჩში (ქალაქი ახალ ზელანდიაში) მდებარე ორ მეჩეთზე მუქარის გამო 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ Arab News-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცმა კრაისტჩერჩში მდებარე ორი მეჩეთის მიმართ, რომლებიც ადრე ტერორისტული თავდასხმების სამიზნე გახდა, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა.

 

მამაკაცს ბრალი მკვლელობის მუქარაში ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

„ნებისმიერი მუქარა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის წინაშე არ იქნება უპასუხოდ დატოვებული“,- განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციელმა, ჯონ პრაისმა.

ავტორი: Prime Time

X