
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჯული ფიშერის კანდიდატურა, ბელარუსის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ამჟამად ფიშერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროში, ევროპისა და ევრაზიის განხრით მუშაობს.
მანამდე ის ნატოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელი იყო და ასევე მუშაობდა საქართველოსა და რუსეთში ამერიკულ საელჩოებში.
საქართველოში ფიშერი აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
ფიშერის კანდიდატურას უნდა გადახედოს აშშ-ის სენატმა. დამტკიცების შემთხვევაში, ის 2008 წლის შემდეგ, ბელარუსში მოღვაწე პირველი ამერიკელი ელჩი იქნება.
ბელარუსმა აშშ-ის ელჩი 2008 წელს გაიწვია, მას შემდეგ რაც ამერიკამ ბელარუსულ კომპანიებზე სანქციები დააწესა. მას შემდეგ, დიპლომატიურ მისიებს ორივე ქვეყანაში დროებითი რწმუნებულები ხელმძღვანელობენ.






















