18:05 | 2020-08-22 ავტორი: Prime Time

მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს – ადგილობრივები

მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს – ადგილობრივები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის კაცი მოკლეს. გარდაცვლილი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გარდაცვლილი 29 წლის ლასო აბუთიძეა.

 

ადგილობრივები „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იმავე სოფელში კოტეჯის მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა დაახრჩვეს.

 

გოგონას, რომლის დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინით სცადა, თანხას უგროვებენ
2020-08-22გოგონას, რომლის დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინით სცადა, თანხას უგროვებენ
„ლასოს კოტეჯი ჰქონდა გაქირავებული. მეზობლად იმერელი მუშები კოტეჯს აშენებდნენ, რომლებიც გვიან ღამით მივიდნენ გარდაცვლილის მიერ გაქირავებული კოტეჯის სტუმარ გოგოებთან. სტუმრებმა გარდაცვლილს დაურეკეს და უთხრეს, რომ მუშები მათ აწუხებდნენ. ადგილზე ვითარებაში გასარკვევად მისული ახალგაზრდა კი მუშებმა დაახრჩვეს. მეტი არავინ არაფერს ამბობს. როგორც ვიცი, ის გოგონები ახლა დაკითხვაზე არიან. სამივე მუშა დაიჭირეს. ლასოს ხმამაღალი სიტყვაც კი არავის ახსოვს, ყველანი გაოგნებული ვართ”, – ამბობენ ადგილიბრივები „რეზონანსთან”.

ავტორი: Prime Time

X