
მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე, თიკა მახალდიანის დედის გარდაცვალებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„სამწუხაროა რომ სოციალური ქსელით მიწევს ამის გაკეთება, მაგრამ ვუსამძიმრებ თიკა მახალდიანს დედის გარდაცვალებას და ასევე არ შემიძლია არ გამოვთქვა საშინელი სიბრაზე, იმ ანომალიურ ადამიანთან
დაკავშირებით ვინც მუცელი ჩაიღორა გამოვიდა და სროლა ატეხა გასართობად, რასაც შემდგომში უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებსო თურმე ის მუხლი რომელიც წაუყენეს, რაც მაქსიმუმ 2 დან 4 წლამდე პატიმრობას იმსახურებსო.
სად არის აქ გაუფთხილებლობა? მთვრალი რომ იარაღს ისვრი, ეს გაუფრთხილებლობაა??? ან ასეთი უტვინო საქციელით, რომ ადამიანს შეიწირავ უნდა გინდოდეს განა ეს სასჯელი თვითონ?
ადამიანები ვინც თავდაცვის ან სხვა ადამიანის დაცვის მიწნით კლავენ მოძალადეს ისინი უფრო მკაცრად ისჯებიან! ეს არის სამართალი??მე ყოველთვის “მშვიდობის მტრედი”-ს ფუნქციას ვამჯობინებ ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა არანაერ გაგებაში არ ჯდება.
უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის ვინც მსგავს ქმედებას ჩადის, რათა არასოდეს სხვა მთვრალ ნაძირალას რომელსაც იარაღის ტარების უფლება აქვს არ გაუჩნდეს მინიმალური აზრი მაინც იმის, რომ იგივე გაიმეოროს!
ეს შემთხვევითობა არ არის! ეს უპასუხისმგებლობის, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანის საქციელია, თავს უფლებას რომ აძლევ იარაღი გასართობად გამოიყენო უკვე დამნაშავე ხარ.
პატივს ვცემ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ვფიქრობ, რომ უმრავლესობა სამართალს იცავს, მაგრამ თუკი სამართალი არ არის მაშინ? მაშინ ალბათ საკუთარ სახლში უნდა მეშინოდეს ტელევიზორის ყურებაც კი“, – წერს ქეთი ორჯონიკიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა.
მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.
ამ თემაზე: ბრმა ტყვიის კვალი ბინაში – ტრაგედია, რომელსაც თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა.
ტრაგედია, რომელსაც თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა – რას ყვებიან ოჯახის ახლობლები.
დედა მომიკლეს საკუთარ სახლში – თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი ტრაგედიაზე.
ვაჟა ფშაველაზე ბრმა ტყვიამ ქალი მოხუცი დედის თვალწინ მოკლა – რა იცის ნიკა მელიამ






















