
ჩვენს მიერ გამოჯანმრთელებულ მძიმე პაციენტებს სრულიად სხვადასხვაირად ვუმკურნალეთ,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელებმა „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
„მხოლოდ ერთი პაციენტი ვერ გადავარჩინეთ, თანმხლები დაავადების გამო, თუმცა, დანარჩენ მძიმე შემთხვევებში გაგვიმართლა.
რა თქმა უნდა, წინ დიდი გზა გვაქვს და ვფიქრობ, თავს გავართმევთ,” – ამბობს ენდელაძე.
ამასთან, ინფექციური საავდმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი კორონავირუსისთვის არადამახასიათებელ სიგნალებზეც საუბრობს, რომელიც მათ კლინიკაში ერთ-ერთ პაციენტს გამოუვლინდა.
„მუცლის არეში ტკივილი და დიარეა არის „კოვიდის“ დამახასიათებელი სიმპტომი, მაგრამ ძალზედ იშვიათი. რამოდენიმე პაციენტს ჰქონდა ეს ნიშნები.
იყო დიარიული კომპონენტი და დადასტურდა მასთან “კოვიდ-19”. ამდენად, ვერ გეტყვით, რომ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება არ იყოს დამახასიათებელი, უბრალოდ, ეს არის ძალიან იშვიათი სიმპტომი, შედარებით უფრო იშვიათად აქვთ პაციენტებს და ამიტომ, წინა პლანზე წამოწეული არ არის.
ისე რეცეპტორები, რომელებიც იღებენ ამ ვირუსს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები“, – ამბობს ინფექციონისტი.






















