16:36 | 2021-01-20 ავტორი: Prime Time

მზად ვარ “ქართული ოცნება” დავაკაჩავო, მაგრამ ამისთვის ოპოზიციიდან ჩემს გვერდით ჩმორები კი არა, კაცები უნდა იდგნენ – იაგო ხვიჩია

მზად ვარ “ქართული ოცნება” დავაკაჩავო, მაგრამ ამისთვის ოპოზიციიდან ჩემს გვერდით ჩმორები კი არა,  კაცები უნდა იდგნენ – იაგო ხვიჩია

“ხელსიუფლებაში, რომ მოვიდეს ეს ოპოზიცია მერეც ასე გააგრძელებენ?  ქართული ოცნებასავით ჩაიკეტებიან. ყველა ის ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ლაპარაკზე ამბობს უარს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა არის პოლიტიკური შეცდომა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესენი აღარ იყვნენ პოლიტიკაში. გიორგი ვაშაძე დაიცინება მწარედ იმის გამო რაც ჩაიდინა, თუ ბოდიშს არ მოიხდის”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “მთავარ არხთან” განაცხადა.

 

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მზადაა “ქართული ოცნება” “დააკაჩავოს”, თუმცა ამისთვის მის ზურგში ოპოზიციიდან “კაცები” უნდა იდგნენ.

 

“მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციის ოპოზიცია, მე ყველა ამორალური, მატყუარა და გადამდგები ადამიანის წინააღმდეგ ვარ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში. მე მზად ვარ ქართული ოცნებაც დავაკაჩავო, მაგრამ ზურგი უნდა მქონდეს და ჩემს გვერდზე ოპოზიციაში უპრინციპო და უპოზიციო ჩმორები კი არ უნდა იდგნენ, კაცები უნდა იდგნენ”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

 

შეგახსენებთ, რომ “მოქალაქეები” და “გირჩი” ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ითხოვენ, თუმცა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

ამასთან, 19 იანვარს მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

VIDEO: ალეკო ვარ ელისაშვილი.. არაფერი შეგეშალოს – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

ავტორი: Prime Time

X