
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს.
მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე და თუ ავიაკომპანიას თანხმობას მისცემენ, დავთანხმდე გახარიას პირობას და მთავრობის ფონდში გადავარიცხინო საჭირო თანხა. მეტი რაღა ვქნა, რათა ჩვენ ხალხს დავეხმარო – წერს სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს, მისცეს კონკრეტულ ავიაკომპანიას ნებართვა, ქართველების უცხოეთიდან ჩამოსაყვანად.
„ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა, რომ შემოუშვას ავიაკომპანია „სკაიაპი”, უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები.. ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და მზად ვართ, გესაუბროთ იმაზე, რომ ისინი ყველა მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას.“ – აცხადებს სააკაშვილი, რომელიც მთავრობას რამდენიმე დღეა საკუთარი ინიცატივის ხელშეწყობას თხოვს.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიხეილ სააკაშვილს, ხალხის დასახმარებლად, კოვიდ-19-ის საბრძოლველად შექმნილ ფონდში, ფულის გადარიცხვა შესთავაზა.

























